17 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
ევროპა ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს, საქართველოში დღე ოფიციალურად არ აღინიშნება

დღეს ევროპა ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს. 1939 წლის 23 აგვისტოს საბჭოთა კავშირსა და ფაშისტურ გერმანიას შორის საიდუმლო დოკუმენტი გაფორმდა, რომელიც ცენტრალურ ევროპაში ძალთა გადანაწილებას ითვალისწინებდა.

შეთახმება ისტორიას მოლოტოვ-რიბენ-ტროპის პაქტის სახელით ახსოვს. საქართველო მსხვერპლთა ხსოვნის დღის აღნიშვნას 2010 წელს შეუერთდა. თუმცა, ოფიციალური ღონისძიებები არ იმართება.

ისტორიკოსები და ექსპერტები ამბობენ, რომ ქვეყანა წარსულს ვერ იაზრებს. მათი თქმით, სახელმწიფოს არ ახსოვს საკუთარი ისტორია და ამ დღეს მნიშვნელობას უკარგავს.

 

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

დღის ამბები