24 აპრილი 2024,   01:17
ვრცლად
ავარია კარალეთთან - გარდაცვლილია 2 ადამიანი

გორის რაიონში, სოფელ კარალეთთან მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც მძღოლი და ორი მგზავრი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. 

შემთხვევის შედეგად, ავტომანქანაში მყოფი 58 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მეორე პირი კი, საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. ავტომანქანაში მყოფი კიდევ ერთი მგზავრი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები