25 აგვისტოს, 10:00 საათიდან, ვახუშტის ხიდიდან „ვეფხისა და მოყმის“ ძეგლამდე მოძრაობა შეიზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 25 აგვისტოს, 10:00 საათიდან, მოძრაობა შეიზღუდება ვახუშტის ხიდიდან „ვეფხის და მოყმის“ ძეგლამდე. საპირისპირო მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით ორმხრივი გახდება. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური აღნიშნულ მონაკვეთზე აწარმოებს გზის რეაბილიტაციას - იგება ასფალტის საფარის ზედა ფენა. სამუშაოები 27 აგვისტოს დილის რვა საათისთვის დასრულდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის,“ – ნათქვამია განცხადებაში.