17 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
მევლუდ მელაძე დრიფტის ევროპის ჩემპიონატში 32 საუკეთესოს შორის მოხვდა

პირველად ქართული ავტოსპორტის ისტორიაში ქართველმა მრბოლელმა მევლუდ მელაძემ დრიფტის ევროპის ჩემპიონატის ღია პირველობაზე მიიღო მონაწილეობა.

ელიტური ტურნირი პოლონეთის ქალაქ ტორუნში გაიმართა და მასში მსოფლიოს მასშტაბით 68 უძლიერესმა მრბოლელმა იასპარეზა.

მევლუდ მელაძემ დებიუტისთვის შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა - ქართველი მრბოლელი 17-ე ადგილზე გავიდა და 32 საუკეთესოს შორის მოხვდა.

ევროპის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპი 8 სექტემბერს გერმანიაში გაიმართება, რომელშიც მევლუდ მელაძე შედეგის გაუმჯობესებას შეეცდება. 

დღის ამბები