17 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
ზარი საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელებთან - ცესკო პოლიტიკურ პარტიებს პროვოკაციაში ადანაშაულებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს პროვოკაციაში ადანაშაულებს.

ადმინისტრაციის პრესსპიკერი ამბობს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, სატელეფონო ზარების საშუალებით, გუბერნატორებთან შეხვედრაზე დაიბარეს, რაშიც საარჩევნო ადმინისტრაცია ოპოზიციურ პარტიებს ადანაშაულებს.

ცესკოს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელებს გარკვეული პირები ურეკავენ. ჯერჯერობით მათი ვინაობა გარკვეული არ არის.

ცესკოში ამბობენ, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რათა საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.

ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელებთან განხორციელებულ ზარებთან დაკავშირებით, დამოუკიდებელ დამკვირვებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და მედიას მიმართავს.

„უცხო პირების მიერ ხდებოდა საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირებისათვის შეტყობინების გადაცემა, თითქოს, ისინი დაბარებულები იყვნენ შეხვედრებზე რეგიონის ახალ გუბერნატორებთან. ასევე, სატელეფონო ზარები განხორციელდა სახელისუფლებო პარტიის სახელის გამოყენებითაც, ვითომდა, მათ მიერ გადაგზავნილი საარჩევნო უბანში ასარჩევი პირების სიის მიღების დასადასტურებლად. ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს დამოუკიდებელ დამკვირვებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას, გააძლიერონ ძალისხმევა, დააკვირდნენ საარჩევნო ადმინისტრაციისა და სხვა ჩართული მხარეების საქმიანობას, აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში,“ - აღნიშნა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ.

კომენტარი გააკეთა ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა.

„მომთხოვა აღნიშნული სია, რომელიც ჯერჯერობით არ არსებობს. კონკურის არ გამოცხადებულა და არავის ჯერ არ შემოუტანია განაცხადი საოლქო საარჩევნო კომისიაში. მან განაცხადა, რომ სახელისუფლებო პარტიიდან იყო,“ - აღნიშნა მირანდა მესხმა.

დღის ამბები