ფრანკფურტში რივერ ბენქის ფესტივალი გაიხსნა, სადაც საქართველო წელს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი.
სამი დღის განმავლობაში დაგეგმილია კონცერტები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ თანამედროვე მუსიკალური ჯგუფები და შესმრულებლები, მათ შორის, ნინო ქათამაძე და ინსაითი, ნიკოლოზ რაჭველი & ეროვნული სიმფონიური ორკესტრი.
ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ქართული ფოლკლორული ხელოვნება - ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ თანამედროვე მუსიკოს-შემსრულებლები. ინტერაქციასა და სანახაობრივ ელემენტებს პანტომიმისა და მოძრაობის თეატრები წარმოადგენენ, ბავშვებისათვის გაიმართება თოჯინური ოპერის სპექტაკლი.
ბავშვები პროექტის "სუვენირები საქართველოდან“ ფარგლებში ანბანის თემაზე ქართული სუვენირების მომზადების პროცესშიც ჩაერთვებიან; მოეწყობა ქართული რეწვის ნიმუშების გამოფენა. ასევე გაიმართება ქართული კულინარიისა და ღვინის დეგუსტაცია.