17 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო საზღვართან არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტები დღეს გაიხსნება

ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო საზღვართან არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტები დღეს გაიხსნება.

ე.წ. საზღვარი, ცხინვალში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების გამო, ორი დღით იყო ჩაკეტილი.

ქართველი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ე.წ. აღიარებიდან დღემდე რეგიონში ვითარება უარესობისკენ შეიცვალა.

"ცხინვალის რეგიონში ადგილობრივები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობენ და რუსეთმა არანაირი განვითარების პერსპექტივა ვერ შექმნა, რაც, ბუნებრივია, მოსალოდნელი იყო, რადგან ეს არ არის ლეგიტიმური, ეს არ არის საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობილი წარმონაქმნი," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დიმიტრი ცქიტიშვილი.   

რუსეთზე წეზოლის გასაძლიერებლად ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო არენაზე უფრო მეტი აქტირობისკენ მოუწოდებს. 

 

 

 

დღის ამბები