17 ნოემბერი 2024,   14:37
ვრცლად
ანაკლიის მუსიკალური ფესტივალიდან საავადმყოფოში კიდევ ორი ახალგაზრდა მოხვდა

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გვიან ღამით ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან კიდევ ორი ახალგაზრდა გადაიყვანეს. ორივე მათგანს ალკოჰოლური ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა.

გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჰოსპიტალში სულ 8 ადამიანი მოხვდა. მათ სხვადასხვა სახის მოწამვლა და დაზიანება აღენიშნებოდათ.

ამჟამად ყველა მათგანმა კლინიკა უკვე დატოვა.

დღის ამბები