ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - მარშალ გელოვანის გამზირზე BMW-ს მარკის ავტომობილი Opel-ის მარკის მანქანას შეეჯახა, რის შემდეგაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ახლოს მდებარე შენობას დაეჯახა.
ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარის გამო, BMW-ს ავტომობილის მძღოლი დაჯარიმდა.