17 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
„არ ვფიქრობ, რომ ვალის გადახდით ყველაფერი გვარდება" - სანიკიძე IBSU-ს მოთხოვნას პასუხობს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის შეზღუდვების გაუქმების თხოვნით სასწავლებლის ადმინისტრაციამ განათლების ხარიხის ცენტრში განაცხადი შეიტანა.

ცოტა ხნის წინ უწყებამ ამ თემაზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ უნივერსიტეტთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილების შეცვლა სააპელაციო პროცედურების გავლის გარეშე ვერ მოხერხდება.

ხარისხის მართვის ცენტრში უკვე გაკეთდა განცხადება. თამარ სანიკიძე ამბობს, რომ თანხის გადახდა არ ნიშნავს, რომ უნივერსიტეტს პრობლემები აღარ აქვს. თუმცა, თამარ სანიკიძის თქმით, დღის ბოლოს იწურება ვადა, როდესაც სტუდენტებმა უნდა შეცვალონ არჩეული სასწავლებელი, ამ დრომდე კი უნივერსიტეტის პრობლემის ამოწურვა ვერ მოხერხდება.

„არ ვფიქრობ, რომ ვალის გადახდით ყველაფერი გვარდება, მაგრამ ტენდენცია კარგია, რადგან დაწესებულებამ გადაწყვიტა ამ პრობლემებს მიხედოს. ჩვენ გავწევთ ყველანაირ ორგანიზაციულ საკითხებს იმისათვის, რომ დროულად მოხდეს სააპელაციო საბჭოში წარმართვა,“ - აცხადებს სანიკიძე.

შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები კი დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას ისევ გამართავენ.

 

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

დღის ამბები