გაერთიანებული ოპოზიციის - ძალა ერთობაშიას პრეზიდენტობის კანდიდატმა, მოძრაობის სხვა ლიდერებთან ერთად, მუხრანის აგრარული ბაზარი მოინახულა.
ადგილობრივი გლეხების თქმით, ისინი ვეღარ ახერხებენ მოსავლის გაყიდვას, რადგან მოსახლეობას შემოსავალი აღარ აქვს.
მუხრანელებს მზარდი უმუშევრობა და უსაფუძვლოდ მოხსნილი სოციალური დახმარებებიც აწუხებთ.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მისი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ინვესტიციების მოძიება და რეგიონებში საწარმოების ხელშეწყობა იქნება.