17 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
ფრანკფურტის ფესტივალი საზეიმოდ, ქართული მუსიკის ფონზე, ფოიერვერკით დაიხურა

ფრანკფურტში რივერ ბენქის მასშტაბური ფესტივალი დასრულდა.

ფესტივალში საქართველო მასპინძელი ქვეყანის სტატუსით მონაწილეობდა და მრავალფეროვანი კულტურული პროგრამითაც იყო წარმოდგენილი.

ფესტივალის ბოლო დღე მოძრაობის თეატრის „კარნავალით“ გაიხსნა. წარმოდგენები გამართეს თოჯინურმა ოპერამ, პანტომიმის თეატრმა და რამდენიმე ანსამბლმა. ასევე, ჯაზ-სექსტეტი QUINTESSENCE. ღონისძიებების დასკვნით ნაწილში კი მაყურებლის წინაშე ნინო ქათამაძე და ინსაითი, ნიკოლოზ რაჭველი & ეროვნული სიმფონიური ორკესტრი წარსდგნენ.

 ფესტივალი საზეიმოდ, ქართული მუსიკის ფონზე, ფოიერვერკით დაიხურა.

დღის ამბები