17 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
სმიტების მკვლელობის საქმე - მოსამართლემ ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

სმიტების მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდებულის ადვოკატის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.

მოსამართლის განმარტებით ის მიზეზები, რის საფუძველზეც ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა, კვლავაც არსებობს.

„ის საფრთხეები და რისკები, რომელიც თავის დროზე საფუძვლად დაედო ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შერჩევას, კვლავინდებურად სახეზეა. ისინი არ შესუსტებულა და არ შემცირებულა, პირიქით, გარკვეული მიმართულებით კიდეც გააქტიურდა. ამ ფონზე სასამართლომ  მიიღო გადაწყვეტილება,“ - განაცხადა მოსამართლემ ვაჟა ფუხაშვილმა.

დღევანდელი პროცესი მოსამართლის გადაწყვეტილებით დაიხურა. მისი განმარტებით, საქმე შეიცავს სექსუალური დანაშაულის ნიშნებს და ერთ-ერთი მსხვერპლი არის არასრულწლოვანი. 

სმიტების ოჯახი ხადას ხეობაში 9 ივლისს მოკლეს. 20 წლის მწყემსის წინააღმდეგ საქმე განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები