თურქული ხომალდის, ალიხან კარტავის, ეკიპაჟის წევრები 4 თვეა, ბათუმის ნავსადგურში იმყოფებიან. მათი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში არც ხელფასი აუღიათ და არც სურსათ-სანოვაგე მიუღიათ გემის მფლობელისგან.
ხომალდს მდინარე რიონიდან ბათუმში ქვიშა უნდა ჩამოეტანა. გემის ეკიპაჟის განცხადებით, ხომალდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და სარემონტო სამუშაოებიც თავადვე შეასრულეს, ანაზღაურება კი დღემდე არ მიუღიათ.
ეკიპაჟის 9 წევრი საზღვაო ადმინისტრაციას დახმარებისთვის მიმართავს.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თქმით, გემთმფლობელმა თვის ბოლომდე უნდა მოაგვაროს ფინანსური პრობლემები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკიპაჟის წევრები სასამართლოს მიმართავენ.