17 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
საოლქო და საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები კანონიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდნენ - საია

ოპოზიციის მიერ დღეს გავრცელებული ჩანაწერების  შესახებ, რომელიც საარჩევნო კომისიებში ნეირტრალური კვოტების დაკომპლექტებას ეხება, განცხადება გააკეთა საია-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ირმა პავლიაშვილმა.

პავლიაშვილი აცხადებს, რომ საოლქო და საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები კანონიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდნენ.

„საოლქო და საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები კონკრეტულად, უნდა იყვნენ აპოლიტიკურები და თავიანთი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ისინი არ უნდა ემორჩილებოდნენ დამნიშვნელი და ამრჩევი სუბიექტების მოსაზრებებს და კანონიდან გამომდინარე მოქმედებდნენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ მოხდება მათ მიერ საქმიანობის წარმართვა და პირველი და მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ იგივე კონკურსის განმავლობაში, გასაუბრების კომპონენტი დაემატოს და მოხდეს ამ პირებთან გასაუბრება, რადგან, იგივე გამჭვირვალობის პრინციპებით დაზუსტდნენ, რამდენად შესაბამისობაში არიან ისინი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და რამდენად აკმაყოფილებენ პროფესიულ უნარ-ჩვევებს,“ - განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა ცოტა ხნის წინ ფარული აუდიო და ვიდეომასალა წარმოადგინეს, სადაც ნათლად ჩანს, რომ კომისიების ნეიტრალური კვოტა სწორედ მმართველი პარტიისადმი ლოიალური კადრებით ივსება.

დღის ამბები