17 ნოემბერი 2024,   14:56
ვრცლად
"ჩვენ გვჭირდება განათლება" - შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

"ჩვენ გვჭირდება განათლება" - ამ ლოზუნგით შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი სასწავლებლისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ. მათი თქმით უნივერსიტეტს სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღება უსაფუძვლოდ აუკრძალეს და ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზეც, რომ სასწავლებელმა მისი დავალიანება სრულად დაფარა. მიუხედავად ამისა, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი უარს ამბობს დაწესებული შეზღუდვების მოხსნაზე. 

„ჩვენ გავაკეთეთ  ყველაფერი რაც შეგვეძლო. გადავიხადეთ ჯარიმაც. ველოდებოდით ცენტრის გადაწყვეტილებას და ბოლომდე გვქონდა იმედი, რომ დღეს, დღის ბოლომდე ისინი ამ გადაწყვეტილებას შეცვლიდნენ. თუმცა მათი პასუხი იყო ის, რომ ჩვენ უნდა შევიტანოთ აპელაცია. ანუ ირიბად, მათი პასუხი იყო დაახლოებით ასეთი თუ არ შევიტანთ აპელაციას, არ დადგება ამის განხილვის საკითხი,“-განაცხადა უნივერსიტეტის ერთ-ერთმა სტუდენტმა.

 

დღის ამბები