თელავის მუნიციპალიტეტს სოფელ სანიორეში, რიგით 54-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. დაწესებულებაში ყველა საჯარო სერვისი იქნება ხელმისაწვდომი, პარალულურად კი სოფლის მაცხოვრებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული ბიბლიოთეკა, ციფრული დარბაზი და უკაბელო ინტერნეტი.
შენობა იუსტიციის მინისტრმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.