17 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
პრემიერი რაჭაში "ფუძეობის" დღესასწაულს დაესწრო

რაჭაში სახალხო დღესასწაულს "ფუძეობა 2018"-ს ზეიმობენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ამბროლაურში იმყოფება საქარველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

დღესასწაულის ფარგლებში ამბროლაურში სამეწარმეო მარკეტი მოეწყო. დღის განმავლობაში იმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები.

სახალხო დღესასწაული გალა კონცერტით დასრულდება. "ფუძეობა" პირველად 1988 წელს აღინიშნა და წლების წინ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ტრადიცია კვლავ აღდგა.

ღონისძიების ძირითადი გზავნილი რაჭიდან წასული რაჭველების საკუთარ ფუძეზე დაბრუნებაა.

დღის ამბები