17 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
ერთგული მეგობარი და მხარდამჭერი - საქართველოში ჯონ მაკკეინს იხსენებენ

ამერიკელ სენატორს, ჯონ მაკკეინს უკანასკნელ გზაზე შაბათს გააცილებენ. ის ლეხ კაჩინსკისთან ერთად მეორე უცხოელია, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება აქვს. საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე კრიტიკულ ღამეს, როცა რუსები დედაქალაქისკენ მოდიოდნენ ზარი ამერიკიდან ნიკა რურუას არასდროს დაავიწყდება. სატელეფონო ხაზზე სენატორი ჯონ მაკკეინი იყო.

ბათუ ქუთელია ახლა უკვე მაკკეინის ინსტიტუტის მკვლევარია. იგი ერთ-ერთია საქართველოში, ვინც სენატორ მაკკეინს ყველაზე კარგად იცნობდა.

ღია, გახსნილი და საინტერესო, - ასეთი იყო სენატორი მაკკეინი ყველასთვის, ვისაც მასთან შეხება ჰქონდა.

ისტორია მასთან ყველას თავისი აქვს, თუმცა ყველა თანხმდება, რომ სენატორ მაკკეინის ცხოვრების ყველა ეტაპზე მაღალი სტანდარტი და პრინციპების ერთგულება გამოარჩევდა.

სექტემბერში, თბილისში მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის ცენტრის მიერ ორგანიზებული კონფერენციაა დაგეგმილი. 

ვისაც მასთან პირადი ისტორია არ აქვს, ქართველებისთვის ყველაზე თავდადებული და ერთგული სენატორთან ამ ფრაზით ყოველთვის ემახსოვრება - „ჩვენ ყველანი ქართველები ვართ.“

 

დღის ამბები