17 ნოემბერი 2024,   15:01
ვრცლად
ვენეცია 75-ე კინოფესტივალის მასპინძელი გახდება

ორ დღეში ვენეცია მსოფლიო კინომოყვარულთა ყურადღების ცენტრში მოექცევა. ზუსტად ორ დღეში ვენეცია 75-ე კინოფესტივალის მასპინძელი გახდება. სტუმრები მთელი მსოფლიოდან კუნძულ ლიდოზე შეიკრიბებიან და 10 დღის განმავლობაში ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული კინომოვლენის მონაწილეები გახდებიან.

ფესტივალის მთავარი სიმბოლოს, ოქროს ლომის მფლობელი 21-ე საკონკურსო ფილმიდან ერთ-ერთი გახდება.

ვენეციის კინოფესტივალზე არასაკონკურსო, სპეციალური კინოჩვენებებიც მოეწყობა. ასევე ცნობილია, რომ საპატიო ოქროს ლომი რეჟისორ დევიდ კრონენბერგს და მსახიობ ვანესა რედგრაივს გადაეცემათ.

75-ე ფესტივალის გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს, რომლის პრეზიდენტიც წელს ოსკაროსანი რეჟისორი, გილერმო დელ ტოროა.

დღის ამბები