სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასა და სამართალდამცველებისგან რეაგირებას ითხოვს 6 წლის დათო გვაზავას მამა.
გიორგი გვაზავა აცხადებს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა მას საკუთრი შვილის ადგილსამყოფელი დაუმალეს და სასამართლოს ცრუ ინფორმაციას აწვდიდნენ.
არასრულწლოვნის მამას კითხვები იუსტიციის სამინისტროსთანაც აქვს. გიორგი გვაზავა უწყებას განმარტებებს მისი შვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის გაუქმების შესახებ სთხოვს.
6 წლის დათო გვაზავას დედამ, რომელსაც ყოფილი მეუღლე შვილის გაგუდვის მცდელობაში ადანაშაულებს, ქვეყანა იძულებით 16 აგვისტოს დაატოვებინა.
სასამართლომ ბავშვზე მეურვეობა გუშინ მამას მიანიჭა, რის შემდეგაც გიორგი გვაზავამ სამართალდამცველებს მისი შვილის ადგილსამყოფელის დადგენა კიდევ ერთხელ სთხოვა.