სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის ადვოკატი საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი დეტალების გასაჯაროებისთვის ემზადება.
ხადას ხეობაში მომხდარ სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით ბრალდებულის უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ საქმეში არაერთი ხარვეზი არსებობს, თუმცა დეტალებზე საუბარს ამ ეტაპზე თავს არიდებს.
აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე გუშინ მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და 20 წლის მწყემსი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილების გასაჩივრებას ალექსანდრე კობაიძე სააპელაციოში აპირებს.