17 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
ბათუმში ე.წ. ხოფის ბაზარში მაღაზიები დალუქეს

ბათუმში ე.წ. ხოფის ბაზარში დღეს დილით მოვაჭრეებს მაღაზიები დალუქული დახვდათ. მეპატრონეების განმარტებით, ბაზრობის ადმინისტრაციამ მათ გადასახადები გაუძვირა და გადახდას ვერ ახერხებენ, ასევე მოვაჭრეები სამუშაო პირობების ცუდ ვითარებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მაღაზიების დალუქვის გამო უმუშევრები დარჩებიან. ადმინისტრაციამ მოვაჭრეები რამდენიმე თვის  წინ გააფრთხილა, დღეს კი სავაჭრო ობიექტები დალუქეს.

ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ფასები აუდიტის გადაწყვეტილების საფუძველზე დამტკიცდა და დაკავებული მიწის ფართობის მიხედვით განისაზღვრა.

„პირველი ივნისის მონაცემებით, მაგ ობიექტს უნდა გადაეხადა 1800 ლარი, სადაც არ გადაიხადა და ჩვენ ავიღეთ და დავლუქეთ მაღაზიები,“- აცხადებს სავაჭრო ცენტრის დირექტორი ზვიად მელიქიძე.

 

დღის ამბები