გაერთიანებული ოპოზიციის - ძალა ერთობაშიას საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ზუგდიდში სოფელ ჭკადუაში მოსახლეობას შეხვდა.
უმუშევრობა, წლობით მოუგვარებელი წყლის სისტემის პრობლემა, გაფუჭებული გზა, უყურადღებოდ დარჩენილი დევნილები, ეს ის პრობლემებია, რომელზეც მოსახლეობა გრიგოლ ვაშაძეს ესაუბრა.
ვაშაძემ განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვებისთანავე დაჩქარდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მოხდება 400 ლარამდე პენსიის გაზრდა და გამოცხადდება დევნილთა მხარდაჭერის დამატებითი ინიციატივები.