შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი თამარ სანიკიძეს საგანგებო პრეს-კონფერენციით პასუხობს.
უნივერისიტეტის რექტორისთვის გაუგებარია, კიდევ რა მიზეზების გამო არ აძლევს ავტორიზაციის საბჭო სასწავლებელს სტუდენტების მიღების უფლებას, რადგან ოფიციალურ დოკუმენტში ხელისშემშლელ ფაქტორად მხოლოდ დავალიანება სახელდებოდა, რომელიც უნივერსიტეტმა გუშინ დაფარა.
სასწავლებლის რექტორი ეჭვობს, რომ ავტორიზაციის საბჭო ახალ მიზეზებს ეძებს, რაც უნივერსიტეტის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე მიუთითებს.
„დღეს ვხედავთ, რომ სხვა რაღაცეებს ამატებენ, რაც არ იყო აქამდე და საბჭოს შეხვედრის შემდეგაც საბჭოს თავმჯდომარის განცხადებაში ეს არ იყო გაჟღერებული. ე.ი სხვა მიზეზებს ეძებენ,“-ამბობს უნივერსიტეტის რექტორი.
უნივერსიტეტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ექსპერტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ უნივერსიტეტი შვიდივე სტანდარტს აკმაყოფილებს.
შავი ზღვის უნივერსიტეტის ხელმძღვანელები სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევასა და გაცემული სანქციის გაუქმებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტის სტუდენტები შიმშილობის გამოცხადებასა და პერმანენტულ აქციებს აანონსებენ