02 მაისი 2024,   02:08
ვრცლად
"ავთანდილ ხურციძე მეგობარს იცავდა" - მოკრივის მეგობრები ბრუკლინის ციხეში მომხდარ დაპირისპირებას იხსენებენ

ბრუკლინის ციხეში მომხდარ დაპირისპირებას, რომლის შედეგად მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი კრივში და ე.წ. კანონიერი ქურდი დაჭრეს, ავთანდილ ხურციძის მეგობრები ადასტურებენ. ლევან თევდორაძე „კურიერთან“ ყვება, რომ ინციდენტი ციხეში კოლუმბიელებთან მოხდა. მისი ინფორმაციით, ხურციძე კონფლიქტში მეგობრის დასახმარებლად ჩაერთო.  

„ჩხუბი იყო, მეგობარს შეეხო რაღაც და ჩაერია იმ სიტუაციაში. პირდაპირი კავშირი არ მაქვს, შეზღუდულია საინფორმაციო სივრცეში, ვერც მირეკავს, მე მით უმეტეს, ვერ ვრეკავ. რაც ვიცი, შიგნით ჩხუბი მოუვიდა, მეგობარს იცავდა,“- განაცხადა ლევან თევდორაძემ.

ბრუკლინის ციხეში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი კრივში ავთანდილ ხურციძე და ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია დაჭრეს. ინციდენტი, დაახლოებით, სამი კვირის წინ მოხდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები