კრწანისის საოლქო კომისიაში თავმჯდომარის, დავით ფეტვიაშვილის მიერ განცხადების დაწერაზე საუბრობენ. საარჩევნო ოლქის იურისტი ამბობს, რომ დღეს დილით, დავით ფეტვიაშვილი იმყოფებოდა კომისიაში და აცხადებენ, რომ განცხადების შესახებ მათთვის ცნობილია.
„განცხადებას რაც შეეხება, როგორც უკვე ტელევიზიით გაჟღერდა, მან დაწერა განცხადება, მიმართა ცესკო-ს და მოითხოვა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა,“ - ამბობს კრწანისის საარჩევნო ოლქის იურისტი.
კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გადადგომის თაობაზე თამარ ჟვანიას მიმართა.
ფეტვიაშვილის ამ ნაბიჯს წინ უძღოდა გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, თუ როგორ აკომპლექტებს „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი საარჩევნო ადმინისტრაციებს.
ჩანაწერებში ჩანს, რომ კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის კრწანისის კომისიის კურატორთან პირდაპირ კონტაქტზეა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ასეთ პირობებში არჩევნების ჩატარება ლეგიტიმაციას მოკლებულია.