17 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აფრიკული ტურნეს დროს, მოსწავლეებთან ერთად აფრიკული მუსიკის ფონზე იცეკვა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აფრიკული ტურნეს პირველივე დღეს სოციალური მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა. ტერეზა მეიმ ქეიფ თაუის ერთ-ერთი სკოლა მოინახულა და მოსწავლეებთან ერთად აფრიკული მუსიკის ფონზე იცეკვა.

ვიდეომასალა კი სამხრეთ აფრიკის მთავრობის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ტერეზა მეი აფრიკის ქვეყნებში სამი დღით გაემგზავრა. სამხრეთ აფრიკის გარდა ის კენიასა და ნიგერიას ეწვევა.

დღის ამბები