"ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის სამსახურმა უკვე მიმართა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც გაავრცელა ვიდეომასალა. ადმინისტრაცია ყველა ფაქტს შეისწავლის და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს," - ეს განცხადება ცესკო-ში ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გაკეთდა, სადაც ასახულია, სავარაუდო, საარჩევნო დარღვევა.
ამასთა, დღეს ცესკო-ში ყველა საკითხთან დაკავშირებით - პოლიტიკური პარტიების მიერ გასაჯაროებული სკანდალური ჩანაწერები, საოლქო კომისიის თავმჯდომარის განცხადება გადადგომის შესახებ და 10 ოპოზიციური პარტიის საგანგებო მიმართვა, ერთი პასუხი ჰქონდათ. თამარ ჟვანიას უწყებაში აცხადებენ, რომ ადმინისტრაცია, ყველა ფაქტს შეისწავლის და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.
„საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განცხადებით მომართა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით. საარჩევნო ადმინისტრაციის შიდა აუდიტის სამსახურმა უკვე მიმართა შესაბამისად იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც გაავრცელა ეს ვიდეომასალა და ჩვენ ველოდებით ამ ვიდეომასალის სრული ჩანაწერის მიღებას. კონკრეტული ოლქის თავმჯდომარის გარდა, დანარჩენი პირები საარჩევნო ადმინისტრაციის კუთხით, ისინი არ ყოფილან საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები. მოგეხსენებათ, რომ უბნები, ჯერჯერობით დაკომპლექტებული არ არის. შესაბამისად, ეს პირები არ არიან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.