26 აპრილი 2024,   23:16
ვრცლად
ანაკლიაში, საოჯახო ტიპის სასტუმროში, ახალგაზრდა ქალი ირანის მოქალაქემ გააუპატიურა  

ანაკლიაში ახალგაზრდა ქალი გააუპატიურეს. შემთხვევა მუსიკალური ფესტივალის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთ საოჯახო სასტუმროში მოხდა.

ადგილობრივები იხსენებენ, რომ ხმაური ერთ-ერთი ნომრიდან შემოესმათ, ახალგაზრდა ქალი შველას ითხოვდა. ხმაურის შემდეგ ირანის მოქალაქემ მისი ოთახი დატოვა.

გაუპატიურებული ქალი თბილისიდანაა. ის ფესტივალზე მეგობრებთან და დეიდაშვილთან ერთად იყო.

ჯერჯერობით უცნობია, რა ინფორმაცია მიაწოდა მან გამოძიებას. ანაკლიის პოლიციაში რამდენიმე ადამიანი 27 აგვისტოსვე დაკითხეს.  

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1995 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე აეროპორტში დააკავა.

პოლიციის ინფორმაციით, მან 27 აგვისტოს სოფელ ანაკლიაში სექსუალური კავშირი თ.ტ-სთან, მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში იძულებით დაამყარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება გაუპატიურების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს. ახალგაზრდა გოგონას უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.

 

 

ავტორი: ემა გოგოხია 

დღის ამბები