პრემიერ-მინისტრი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, ეკონომიკის მინისტრი, გიორგი ქობულია, შვებულებიდან აღარ დაბრუნდეს.
რამდენადაც ცნობილია, ქობულია გერმანიის კანცლერის საქართველოში ვიზიტის დროს გამართულ ბიზნეს ფორუმს არ დასწრებია. ის ასევე არ იმყოფებოდა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქობულია თანამდებობას ტოვებს. თუმცა, ამ ეტაპზე მამუკა ბახტაძე მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს უარყოფს.
„ზოგადად, მე რომ ყველაფრის შეფასება და განმარტება გავაკეთო, რაც იწერება და რასაც ამბობენ, ალბათ, დღევანდელი დღე სრულად რომ დავუთმო, მაინც არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, ამის საფუძველი არა აქვს ამ საუბრებს,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
გიორგი ქობულიას შესაძლო გადადგომაზე ინფორმაცია არა აქვთ არც მინისტრთა კაბინეტის წევრებს. ფინანსთა და განათების მინისტრები ამბობენ, რომ მათთვის არ არის ცნობილი, როდის გამოვა შვებულებიდან ეკონომიკის მინისტრი.