ეროვნულ ბანკში ახალი საკოლექციო მონეტის - "ქართული წიგნის" პრეზენტაცია გაიმართა. 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობას მიეძღვნა, სადაც საქართველო წელს პირველად წარსდგება საპატიო ქვეყნის სტუმრის სტატუსით. მონეტის ფასი 75 ლარია და მისი შეძენა 10 სექტემბრიდან, ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ყვარლის მუზეუმსა და ონლაინ მაღაზიაში იქნება შესაძლებელი.