ხანძარი გორში - წყალმტკვარმშენის ტერიტორიაზე ხმელი ბალახი იწვის. წინასწარი მონაცემებით, ხანძრის შედეგად უკვე დაიწვა 50 ჰა. ტერიტორია. ადგილზე მობილიზებულია 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დასახლებულ ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.