17 ნოემბერი 2024,   14:55
ვრცლად
"როგორც ჩანს პრეზიდენტმა და პრემიერმა ვერ მოიცალეს" - ირაკლი კობახიძე მაკკეინის დაკრძალვას მოუცლელობის გამო თავადაც არ დაესწრება

პარლამენტის თავმჯდომარე იმის მიზეზად, რომ ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიას არ დაესწრება, მოუცლელობას ასახელებს. ირაკლი კობახიძის განმარტებით, მომავალი კვირიდან საშემოდგომო სესია იწყება და ამის გამო ის დაკავებული იქნება. როგორც ცნობილია, მაკკეინის დაკრძალვას არ დაესწრებიან პრეზიდენტი და პრემიერი. ირაკლი კობახიძის თქმით, როგორც ჩანს  გიორგი მარგველაშვილმა და მამუკა ბახტაძემაც წასვლა ვერ მოახერხეს.

„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. განიხილებოდა სხვადასხვა ვარიანტი და საბოლოო ჯამში შევჯერდით იმაზე, რომ მაღალი რანგის დელეგაცია პირველი ვიცე-სპიკერის ხელმძღვანელობით გაემგზავრებოდა. იყო ვარიანტი, რომ პრეზიდენტი თავად წასულიყო, თუმცა როგორც ჩანს, პრეზიდენტმა ვერ მოახერხა. მთავრობის მეთაურის მიზეზი არ ვიცი, როგორც ჩანს ვერ მოახერხა, რაც შეეხება ჩემს შემთხვევაში მიზეზს, მიზეზი გახლავთ ის, რომ იწყება როგორც მოგეხსენებათ შემდეგი კვირიდან საშემოდგომო სესია. შესაბამისად გვაქვს ძალიან რთული სამუშაო რეჟიმი,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველო მაკკეინის დაკრძალვაზე ორ კაციანი დელეგაციით წარდგება. აშშ-ში ამერიკელი სენატორისთვის პატივის მისაგებად პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე, გაემგზავრებიან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები