სამხარაულის ექსპერტი გური მენაბდიშვილი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მან მედიასთან ქართულ ბაზარზე შემოსულ, ჰეროინის მაღალი შემცველობის ნარკოტიკულ საშუალება „სირეცზე“ ისაუბრა.
იგი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ სტატიაში, რომელშიც მისი ინტერვიუ იყო, ინფორმაცია არასწორად იყო ინტერპრეტირებული და სწორედ ამიტომ, გამოძიებას მასთან დამატებითი კითხვები გაუჩნდა.
მენაბდიშვილის განმარტავს რომ, მას საქართველოში წარმოებული შესაძლო ნარკოტიკის არსებობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს.
„შეკითხვა დამისვეს, ხომ ვერ გამოყოფდით რომელიმე პაციენტს. ბუნებრივია ვერ გამოყოფ. ეს ინფორმაციები გადამოწმების გარეშე აფსოლუტურად არასერიოზული თემაა,“-აცხადებს მენაბდიშვილი.