17 ნოემბერი 2024,   14:49
ვრცლად
ორკაციანი დელეგაცია საქართველოდან - ჯონ მაკკეინის პანაშვიდს პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე არ დაესწრებიან

ჯონ მაკკეინის ხსოვნას პატივს მსოფლიო ლიდერები მიაგებენ. პარასკევს, სენატორს ვაშინგტონში გადაასვენებენ, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მივლენ და გამოემშვიდობებიან. მათ შორის არ იქნებიან საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. საქართველოდან სენატორთან გამოსამშვიდობებლად მხოლოდ ორკაციანი დელეგაცია გაემგზავრება - ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და უმცირესობის წევრი დავით ბაქრაძე.

„ქართული ოცნება განმარტავს, რომ საერთაშორისო დელეგაციაში მხოლოდ ორი კაცის ყოფნა ამერიკულმა მხარემ ითხოვა. პარლამენტის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ ქვეყნის პირველმა პირებმა აშშ-ში გასამგზავრებლად ვერ მოიცალეს და ამიტომ ორკაციან დელეგაციაში ჩუგოშვილი და ბაქრაძე მოხვდნენ.

ოპოზიცია კი ხელისუფლებას დელეგაციის შემადგენლობის გამო აკრიტიკებს. ამბობენ, რომ გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე დამსწრეთა სია გაცილებით წარმომადგენლობითი უნდა ყოფილიყო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები