17 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
Georgian Feast - ინგლისში მცხოვრები ქართული ოჯახის კულინარიული თავგადასავალი

ინგლისში მცხოვრები ქართული ოჯახის კულინარიული თავგადასავალი - ქალაქ მეიდსტოუნში უკვე მეორე წელია მასშტაბური მულტიკულტურული ფესტივალი იმართება, სადაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის სამზარეულოა წარმოდგენილი, მათ შორის საქართველოცაა.

ზეზვა მაღლაკელიძე ბოლო 4 წელია საქართველოს არაოფიციალური კულტურული ელჩია. მეუღლესთან ქეთი მაღლაკელიძესთან ერთად, ქალაქ-ქალაქ მოგზაურობს, ირჩევს ფესტივალს, შემდეგ ადგილს, გაშლის სამზარეულოს და დაამაგრებს საქართველოს დროშას.

ბრიტანელებისთვის ქართული კერძების მომზადების და ქუჩის ბაზრობაზე გატანის იდეა ზეზვას ინგლისელმა მეზობლებმა წლების წინ შესთავაზეს. მას შემდეგ Georgian Feast ხელმისაწვდომი ფასებითა და გემრიელთან ერთად, ხარისხიანი კერძებით ბრიტანეთის არაერთ დიდ ქალაქში გაიცნეს.

"შემომეჭამა“- ასე დაარქვეს მასშტაბურ მულტიკულტურულ ფესტივალს მეიდსტოუნში.  2019 წლის აგვისტოში ფესტივალი „შემომეჭამა“ გურმანებს უკვე მესამედ უმასპინძლებს.

ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი. 

დღის ამბები