მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა, რომელიც თითქმის 9 საათს გაგრძელდა, დასრულებულია. "კურიერის" ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი დაკითხვის დროს შეუძლოდ გახდა, როს გამოც პროცესი რამდენიმე საათით შეჩერებული იყო.
მარიამ კუბლაშვილის განცხადებით დაკითხვის დროს მათ ხელი მოაწერეს გაუთქმელობის დოკუმენტს. გამომძიებლები კი მათ ერთსა და იმავე კითხვებს უსვამდნენ.
„დაკითხვა დღევანდელ დღეს აღარ გაგრძელდება. გვიწევდა რამდენიმე საათი ერთი და იგივეზე საუბარი. ყველა კითხვაზე მან პასუხი გასცა. კითხვები იყო უკვე მსჯავრდებულ პირებთან დაკავშირებით. ასეთი აბსურდული კითხვებიც იყო თუ რა კავშირი ჰქონდა თავის მეზობლებთან, მსჯავრდებულ პირებთან. საიდან გაიცნო ისინი და ა.შ. არაფერი განსაკუთრებული. თუ რა ნომრით სარგებლობდა თემირლან მაჩალიკაშვილი და აბსურდული კითხვები. ცუდი ის იყო, რომ სხვადასხვა გამომძიებელი ახორციელებდა მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვას და კითხვები მეორდებოდა და გვიწევდა რამდენიმე საათი ერთი და იგივეზე საუბარი. თუმცა რაც მთავარია ეს დასრულდა. ეს იყო ძალიან დიდი სტრესი და დიდი ტრავმა რაც დღეს ჩვენ გადავიტანეთ და დიდი იმედი მაქვს რომ ეს დასრულდა,“-განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე დილიდან იმყოფებოდა. შენობაში შესვლამდე მან განაცხადა, რომ არ გამორიცხავდა, რომ დაეპატიმრებინათ.