მალხაზ მაჩალიკაშვილმა თითქმის 9 საათიანი დაკითხვის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მან განაცხადა, რომ გამომძიებლებს მისთვის რაიმე ახალი შეკითხვა არ დაუსვამთ.
„არანაირი სიახლე არ ყოფილა. მიცემული ჩვენების განმეორება იყო. სხვა არაფერ არ იყო, არანაირი სიახლე არ არის, არანაირი ისეთი შეკითხვა არ ყოფილა,“ - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა დაკითხვის წინ თქვა, რომ ჩვენების მისაცემად აღარ მივა. უწყებიდან გამოსვლის შემდეგაც, მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მისი განცხადება ძალაში რჩება და თუკი ამის შემდეგ ისევ დაიბარებენ დაკითხვაზე, ის აღარ მივა საგამოძიებო უწყებაში და მისი სურვილია, რომ პროცესმა სასამართლოში გადაინაცვლოს.
„არ მინდა ჩემი გამასხარავება ამათ რომ ყოველთვის გამოუვიდეთ. კითხვები იყო მიცემული ჩვენების ხელმეორედ გამეორება,“ - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.