05 ოქტომბერი 2024,   17:18
ვრცლად
ალექსანდრე ზახარჩენკოზე მომხდარი თავდასხმის დროს კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა

ალექსანდრე ზახარჩენკოზე მომხდარი თავდასხმის დროს, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერის გარდა, კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.

შემთხვევის ადგილის ამსახველი ვიდეომასალა აფეთქების შემდეგ რუსულმა მედიამ გაავრცელა.

გავრცელებული ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა დონეცკის ცენტრში მდებარე კაფეში, ერთ-ერთ სანათთან, იყო დამონტაჟებული.

ალექსანდრე ზახარჩენკოს ხვალ დაკრძალავენ. მის მოვალეობას დიმიტრი ტრაპეზნიკოვი შეასრულებს.

თავდასხმას რუსეთის საგარეო უწყების შემდეგ ვლადიმერ პუტინიც გამოეხმაურა.

კრემლის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, რუსეთის ლიდერი ყოველთვის დონბასის მოსახლეობის გვერდით იდგება.

დღის ამბები