05 ოქტომბერი 2024,   16:24
ვრცლად
აქცია გერმანიაში აქტივისტების დაკავებით დასრულდა

დაკავებებით დასრულდა საპროტესტო გამოსვლები გერმანიაში. ქალაქ ხემნიცაში ერთმანეთის გვერდი-გვერდ საპროტესტო აქციები ულტრამემარჯვენეებმა და ნაციზმის მოწინააღმდეგეებმა გამართეს. ულტრამემარჯვენეები ანგელა მერკელის საემიგრაციო პოლიტიკას აპროტესტებდნენ.

მათ საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაგეგმეს, რაც 26 აგვისტოს აქციაზე სირიელმა და ერაყელმა მიგრანტებმა ჩხუბის დროს გერმანელი ახალგაზრდა სასიკვდილოდ დაჭრეს. ულტრამემარჯვენეები ხელისუფლებისგან მიგრანტების ქვეყნიდან გაძევებას მოითხოვენ.

კონტრაქცია გამართეს რიგითმა მოქალაქეებმაც. ისინი ანტინაცისტური შეძახილებით გამოვიდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. შეტაკებების შედეგად დაშავდა 10-მდე ადამიანი. პოლიციამ 300-მდე ადამიანი დააკავა.

დღის ამბები