05 ოქტომბერი 2024,   17:15
ვრცლად
"როიტერსის" ორ ჟურნალისტს მიანმარის სასამართლომ 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა

მიანმარიში სააგენტო როიტერსის ჟურნალისტებს განაჩენი გამოუტანეს. ორი კორესპონდენტი მოსამართლემ ქვეყნის სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის დარღვევაში დამნაშავედ სცნო და 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ჟურნალისტები 2017 წლის დეკემბერში მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციელებისგან ოფიციალური დოკუმენტაცია მოიპოვეს.

კორესპონდენტები მიანმარის ერთ-ერთ რეგიონში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობასა და მასობრივ მკვლელობას იძიებდნენ.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

დღის ამბები