05 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ე.წ. ლიდერი, ალექსანდრე ზახარჩენკო, დაკრძალეს

დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ე.წ. ლიდერი, ალექსანდრე ზახარჩენკო, დაკრძალეს.

სამგლოვიარო ცერემონია ოპერის თეატრში გაიმართა, რის შემდეგაც ცხედარი დონეცკის ცენტრში სამხედრო პატივით ჩაატარეს.

ზახარჩენკოსთან გამოსამშვიდობებლად ქუჩებში ათასობით პრორუსი სეპარატისტი გამოვიდა. დონეცკში პირადად ჩავიდა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი. ასევე იმყოფებოდნენ დელეგაციები რუსეთიდან და ოკუპირებული აფხაზეთიდანაც.

42 წლის ალექსანდრე ზახარჩენკო 31 აგვისტოს მოკლეს. ის კაფეში მოწყობილი აფეთქების შედეგად დაიღუპა.

თავდასხმის შემდეგ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისზე ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრები შესაძლოა. აღარ გაგრძელდეს.

დღის ამბები