19 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
"ეს გაბუტვა სერიოზული არ არის" - ჯანეზაშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტს სასამართლო სისტემაზე სრული ინფორმაცია არა აქვს

"პრეზიდენტმა დაუშვა და ჯერ კიდევ უშვებს გამოუსწორებელ შეცდომას," - ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მან უზენაესი სასამართლოს შემცვლელი არ დაასახელა.

ნაზი ჯანეზაშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტს არა აქვს სრული წარმოდგენა იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლო სისტემაში არის.

„ჩემი აზრით, შეცდომაა ისიც, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გადააქვს პასუხიმგებლობა, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები არ არის მითითებული კონსტიტუციაში, როგორც ნომინირების სუბიექტი და ვალდებული ინსტიტუცია.

"მას რომ სცოდნოდა, დღეს სისტემას მართავს მიხეილ ჩინჩალაძე, მისი ხალხი აქ ვინც არიან, ვინც მიიღებენ მერე გადაწყვეტილებას ნომინირებასთან დაკავშირებით, მაშინ სხვა პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა საკითხს. მაშინ გაბუტვა და გაბუტვას დავარქმევდი იმიტომ, რომ ეს ასე ჩანს და სერიოზული მიდგომა, ჩემი აზრით, ეს ნამდვილად არ არის,“ -ამბობს ჯანეზაშვილი. 

დღის ამბები