05 ოქტომბერი 2024,   17:19
ვრცლად
U2-ს სოლისტს ხმა უბრუნდება

ბერლინში კონცერტის გაუქმების შემდეგ ბონო თაყვანისმცემლებს ამშვიდებს - U2-ს სოლისტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა და იმედი გამოთქვა, რომ ხმა ბენდის ევროპული ტურნეს სხვა შოუებამდე სრულად დაუბრუნდება.

მომღერლის თქმითვე, ის ბედნიერია, რადგან ექიმებმა ჯანმრთელობის რაიმე სერიოზული პრობლემა გამორიცხეს.

ბონომ ორი დღის წინ ბერლინში მიმდინარე კონცერტი ნაადრევად შეწყვიტა, რადგან სცენაზე ყოფნის დროს ხმა დაკარგა.

მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს ბოდიში მოუხადა და კონცერტის ხელახლა ჩატარებას დაჰპირდა.

დღის ამბები