05 ოქტომბერი 2024,   17:20
ვრცლად
ამერიკელ კარდინალს ვაშინგტონის ეკლესიაში ქადაგება შეაწყვეტინეს

ამერიკელ კარდინალს ვაშინგტონის ეკლესიაში ქადაგება შეაწყვეტინეს. ტაძრის წინამძღოლი სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობის სკანდალსა და რომის პაპისადმი ერთგულების აუცილებლობაზე საუბრობდა.

სწორედ ამ დროს მრევლის ერთ-ერთმა წევრმა კარდინალს დაუყვირა, რომ ამ სიტყვებისთვის მას უნდა რცხვენოდეს.

ამის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცმა წინამძღოლს ზურგი აქცია და ეკლესიიდან გავიდა. მას მრევლის კიდევ ერთმა წევრმა მიბაძა და მესა დატოვა. კარდინალი ქადაგებისას პენსილვანიის მღვდლების სკანდალზე საუბრობდა.

სამი კვირის წინ ანგარში გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, 70 წლის განმავლობაში სასულიერო პირები ბავშვებზე ძალადობდნენ და რწმენის სახელით გაჩუმებას აიძულებდნენ. 

დღის ამბები