05 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
ლიბიის ციხიდან მუამარ კადაფის მხარდამჭერები გაიქცნენ

ლიბიის ციხიდან მუამარ კადაფის მხარდამჭერები გაიქცნენ.

გავრცელებული ცნობით, ტრიპოლისთან ახლოს მდებარე საპატიმრო 400-მდე მსჯავრდებულმა დატოვა.

გაქცევა ამბოხებას მოჰყვა. დაცვის თანამშრომლებმა პატიმრების შეჩერება ვეღარ შეძლეს. მსჯავრდებულებმა კი ციხის კარი თავისუფლად გააღეს და გაიქცნენ. ბოლო პერიოდში ლიბიის დედაქალაქში დაძაბული ვითარებაა. ყოველდღიურად მიმდინარეობს შეტაკებები სხვადასხვა გასამხედროებულ დაჯგუფებას შორის.

ამის გამო ლიბიის მთავრობა იძულებული გახდა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა.

დღის ამბები