05 ოქტომბერი 2024,   17:16
ვრცლად
ორი წლის წინ საჯაროდ გინებისთვის ფილიპინების პრეზიდენტმა ობამას ბოდიში მოუხადა

ფილიპინების პრეზიდენტმა უცენზურო სიტყვებისთვის ბარაკ ობამას ბოდიში მოუხადა.

როდრიგო დუტერტემ ორი წლის წინ შეერთებული შტატების პრეზიდენტს საჯაროდ შეაგინა, რის გამოც ბარაკ ობამამ მასთან შეხვედრა ჩაშალა.

ახლა კი იერუსალიმში გამართულ შეხვედრაზე ფილიპინების ექსცენტრიულმა ლიდერმა ბარაკ ობამა მხოლოდ "ცივ პიროვნებად" დაახასიათა, დონალდ ტრამპი კი მეგობრად მოიხსენია, რომელიც მის ენაზე საუბრობს.

დღის ამბები