05 ოქტომბერი 2024,   16:19
ვრცლად
იაპონიაში ე.წ. მონსტრი-ტაიფუნის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

იაპონიაში ე.წ. მონსტრი-ტაიფუნის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, 300-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.

ტაიფუნმა „ჯებიმ“ იაპონიის 5 რეგიონს გადაუარა. სტიქიას ნგრევაც მოჰყვა. განსაკუთრებით დიდი ზარალი სტიქიამ სანაპირო ზონას მიაყენა, სადაც გიგანტურმა ტალღებმა გემები ამოაყირავა და პორტის ტერიტორიებიც დააზიანა.

შეჩერებული იყო საერთაშორისო აეროპორტების მუშაობა. ხელისუფლება ეკონომიკურ ზარალს ითვლის. ვარაუდობენ, რომ თანხა რამდენიმე ათეულ მილიონს შეადგენს. მილიონ ორასი ათასი ოჯახი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

დღის ამბები