05 ოქტომბერი 2024,   16:26
ვრცლად
ავსტრიის კანცლერი მოსკოვის აგრესიულ პოლიტიკას აკრიტიკებს, საგარეო საქმეთა მინისტრი კი ევროპას რუსეთთან ურთიერთობის გადახედვისკენ მოუწოდებს

რუსეთთან ურთიერთობის საკითხი ავსტრიის ხელისუფლებაში დაპირისპირების მიზეზი გახდა. ავსტრიის კანცლერი ოფიციალურ მოსკოვს აგრესიული პოლიტიკის გამო აკრიტიკებს, საგარეო საქმეთა მინისტრი კი ევროპას რუსეთთან ურთიერთობის გადახედვისკენ მოუწოდებს.

კარინ კნაისილმა გერმანულ გაზეთში "ველტში" წერილი გამოაქვეყნა, სადაც ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს რუსეთს სხვა თვალით შეხედონ. ავსტრიელი მინისტრი, რომელიც ქორწილშიც ვლადიმერ პუტინი საპატიო სტუმრის რანგში იყო მიწვეული, წერს, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა სხვადასხვა მოვლენის გამო გაფუჭდა, მათ შორის მინისტრი კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას, 2008 წელის ომსა და უკრაინის კრიზისს ასახელებს.

კარინ კნაისილი მიიჩნევს, რომ დრო დადგა ევროპამ საკუთარი ინტერესები გადააფასოს და რუსეთთან ურთიერთობაში უნდობლობა დაასრულოს.

დღის ამბები